Sunday, May 3, 2015

ჩემი პორტფოლიო










დასრულდა ჩვენი ტრენინგი.ამ ტრენინგით ძალიან დიდი ცოდნა შევიძინე გავერკვიე თუ როგორ ხდება სწავლება,როგორ ჩავრთო აქტიურად მოსწავლეები.ძალიან კმაყოფილი ვარ ქალბატონი ირინასი,რომელმაც ძალისხმევა არ დაიშურა რომ პროექტები გაგვეკეთებინა

Saturday, April 18, 2015

 პროექტების განხორციელებისას მეტად მნიშვნელოვანია შეფასების ფორმების სწორი არჩევა. მრავალფეროვანია შეფასების ფორმები და ინსტრუმენტები. განვიხილეთ შეფასების მეთოდები, სტრატეგიები. ინსტრუმენტები.  შეფასებას სასწავლო პროცესში დიდი მნიშვნელობა აქვს. შევიმუშავეთ შფასების დროში გაწერილი გეგმაც. თემის აქტუალურობის  გამო ყველა აქტიურად ვიყავით ჩართული. გავიგე ბევრი ახალი ინსტრუმენტი რომელიც შეფასების პროცესს გამიადვილებს და დამეხმარება პროექტის უკეთ წარმართვაში. შეფასების ინსტრუმენტების მრავალფეროვნება ხელს შეუწყობს მოსწავლის განვითარებას

Sunday, April 12, 2015

დავიწყეთ პროექტებით სწავლების განხილვა.  პროექტებით სწავლებას დიდი მნიშვნელობა აქვს  მაღალი სააზროვნო დონეების განსავითარებლად და მოსწავლეთა დასაინტერესებლად სასწავლო პროცესში.  უკვე ვიმსჯელეთ რა თანმიმდევრობით უნდა შევუდგე მუშაობას. ვფიქრობ პორტფოლიოს სახით წარმოდგენილ პროექტს უფრო მოხერხებული წარდგენა აქვს. ავირჩიე თემა, შევიმუშავე მოკლე შინაარსი. გადავხედე ესგ-სტანდარტებს და 21-ე საუკუნის უნარებს. ავირჩიე ის პუნქტები რაზედაც უნდა გავიდეს ჩემი პროექტი. გავამზადე პუბლიკაცია, უკეთ დავსახე პროექტის მიზნები და 21-ე საუკუნის უნარები. . ვიმსჯელეთ მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე. მომეწონა პროცესი როდესაც მასწავლებლები ერთმანეთს ვეხმარებოდით.. დავიწყე გეგმის დაწერა და პროექტის პრეზენტაციაც დავიწყე, პროცესი მე მგონი უკვე საინტერესოდ მიდის.