Sunday, April 12, 2015
დავიწყეთ პროექტებით სწავლების განხილვა. პროექტებით სწავლებას დიდი მნიშვნელობა აქვს მაღალი სააზროვნო დონეების განსავითარებლად და მოსწავლეთა დასაინტერესებლად სასწავლო პროცესში. უკვე ვიმსჯელეთ რა თანმიმდევრობით უნდა შევუდგე მუშაობას. ვფიქრობ პორტფოლიოს სახით წარმოდგენილ პროექტს უფრო მოხერხებული წარდგენა აქვს. ავირჩიე თემა, შევიმუშავე მოკლე შინაარსი. გადავხედე ესგ-სტანდარტებს და 21-ე საუკუნის უნარებს. ავირჩიე ის პუნქტები რაზედაც უნდა გავიდეს ჩემი პროექტი. გავამზადე პუბლიკაცია, უკეთ დავსახე პროექტის მიზნები და 21-ე საუკუნის უნარები. . ვიმსჯელეთ მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე. მომეწონა პროცესი როდესაც მასწავლებლები ერთმანეთს ვეხმარებოდით.. დავიწყე გეგმის დაწერა და პროექტის პრეზენტაციაც დავიწყე, პროცესი მე მგონი უკვე საინტერესოდ მიდის.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment